Wednesday, April 10, 2019

მითია რომ ტკბილეული ხასიათს აუმჯობესებს

რწმენა იმის თაობაზე, რომ შაქარი ხასიათს აუმჯობესებს, მცდარია. აღმოჩნდა, რომ შესაძლოა პირიქითაც კი იყოს და შაქარი უარყოფითად მოქმედებდეს ყურადღებაზე და დაღლილობას იწვევდეს. ამის შესახებ გერმანული ჟურნალი Focus-ი წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მეცნიერება 31 კვლევის შედეგები გააანალიზეს, რომელშიც ჯამში 1259 ადამიანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. კვლევები ადამიანის ორგანიზმზე შაქრის სხვადასხვა ასპექტის შესწავლას ემსახურებოდა. 
სპეციალისტების თქმით, მონაცემების გაანალიზების შემდეგ გაირკვა, რომ შაქარს არანაირი დადებითი გავლენა არ აქვს განწყობაზე. მათთვისაც კი, ვინც სპორტით ან მძიმე ფიზიკური საქმიანობით არის დაკავებული, შაქრის მიღებას მათ ხასიათზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
სინამდვილეში შაქარი შესაძლოა პირიქით, უარყოფითად მუშაობდეს. გამოცემის ცნობით, ადამიანების ნაწილი, რომელიც კვლევის ფარგლებში შაქარს მოიხმარდა, მისი მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში თავს უფრო დაღლილებად გრძნობდა და ყურადღების გამახვილების უნარიც შედარებით დასუსტებული ჰქონდა, ვიდრე მათ, ვინც ექსპერიმენტის დროს პლაცებოს იღებდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment