Tuesday, April 2, 2019

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დასახელდა

გამოცემა France Football-მა 2018/19 წლების სეზონზე. მსოფლიოსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა. პირველ ადგილზეა კატალონიის „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესია.
მისი შემოსავალი თვეში 7 მილიონი ევროა, მთლიანად კი ფეხბურთელის დანაზოგი 130 მილიონ ევროს შეადგენს. 
რეიტინგში მეორეა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა 2018/19 წლების სეზონზე, 113 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მესამეა ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ბრაზილიელი ნეიმარი, რომლის შემოსავალმაც 91,5 მილიონი ევრო შეადგინა. 
ტოპ-5 -ში შევიდა ასევე „ატლეტიკოს“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი (44 მილიონი ევრო) და „რეალის“ ფეხბურთელი გარეტ ბეილი, რომლის შემოსავალმაც 40,2 მილიონი ევრო შეადგინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment