Friday, April 12, 2019

როუზ გეტემიულერი: ნატო შავ ზღვაში კიდევ უფრო გააქტიურდება

აპრილში ვაშინგტონის მინისტერიალზე მიღებული „შავი ზღვის პაკეტი“, რომელიც ნატოს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს, რეგიონში ალიანსის მოქმედებებს კიდევ უფრო გაააქტიურებს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გეტემიულერმა გამოცემა Agenzia Nova-სთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ნიშნავს ამ ქვეყნების საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის მომზადებას, ინფორმაციის გაცვლას და უსაფრთხოების ძალების წვრთნას. გასულ კვირას შავ ზღვაში განთავსდა ნატოს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და უკრაინასთან ერთად წვრთნას გადის. ბოლო თვეებში ნატოს ყოფნა შავ ზღვაში საგრძნობლად გაძლიერდა, ახალი პაკეტი კი ალიანსის აქტივობას რეგიონში კიდევ უფრო გაზრდის,“-აღნიშნა გეტემიულერმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment