Yale-ისა და Oxford-ის კვლევის თანახმად, ვარჯიში ბევრად მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარებისთვის, ვიდრე ფინანსები.
Business Insider-ის ცნობით, მკვლევრებმა 1.2 მილიონი ამერიკელის ფიზიკური ქცევისა და განწყობის შესახებ მონაცემები შეაგროვეს. მათ რესპოდენტებს ჰკითხეს: "ბოლო 30 დღის განავლობაში, რამდენჯერ იყავით ფსიქოლოგიურად ცუდად, მაგალითად, სტრესის, დეპრესიის ან ემოციური პრობლემების გამო?"
კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს მათი ფინანსური შემოსავლისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ.
კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს მათი ფინანსური შემოსავლისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ.
აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, როგორც წესი, მეტად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის რესპოდენტები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ თავს ცუდად წელიწადში საშუალოდ 35 დღის განმავლობაში გრძნობდნენ. ხოლო, ისინი ვინც არ ვარჯიშობდნენ, ცუდად საშუალოდ 53 დღე იყვნენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები ისევე კარგად გრძნობენ თავს, როგორც ფიზიკურად არააქტიური მოქალაქეები, რომლებიც წელიწადში $25,000-ზე მეტს გამოიმუშავებენ.
კვლევის თანახმად, კვირაში 3-5-ჯერ 30-60 წუთით ვარჯიში იდეალურია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრმა ვარჯიშმა შესაძლოა უარყოფითი გავლენაც მოახდინოს ადამიანის გუნებაზე. კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც დღეში სამ საათზე მეტ ხანს ვარჯიშობდნენ, ბევრად ცუდად გრძნობდნენ თავს ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გუნდური სპორტული თამაშები, ველოსპორტი, აერობიკა და ფიტნესი ბევრად ეფექტურია, ვიდრე სხვა სპორტის სახეობები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment