ბულგარეთის Sunny Beach-ი ბრიტანელებისთვის ევროპის ყველაზე იაფ საზაფხულო კურორტად დასახელდა. ამის შესახებ BBC წერს.
შავი ზღვის კურორტი დაბალი ფასებით ლიდერია, მას პორტუგალიის კურორტი ალგარვე მოჰყვება. ჩამონათვალში მესამე და მეოთხე პოზიციებს თურქეთის მარმარისი და ესპანეთის ტორემოლინოსი ინაწილებენ.
ამ მხრივ ყველაზე ძვირადღირებული და ტურისტებისთვის სასურველი ადგილმდებარეობა იტალიაში სორენტო არის, რომლის ფასებიც Sunny Beach-ისას სამჯერ აღემატება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment