Thursday, April 11, 2019

ტრამპი მექსიკის კედელთან დამატებით ძალებს გაგზავნის

დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე დამატებით სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზღვარზე განვითარებული საშინელი მოვლენების შესახებ შეიტყო. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
„უამრავი მიგრანტი სახიფათო მოგზაურობის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლების სახლებში შეღწევას ცდილობს. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებული შტატებისკენ საშიში კრიმინალები მოემართებიან“, - აღნიშნა ტრამპმა. 
თეთრი სახლის ლიდერმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებებს ხელი 2017 წლის 25 იანვარს მოაწერა.
კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment