Wednesday, April 3, 2019

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დაიხურა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. დარბაზში კირკიტაძის მხარდამჭერებისა და თანაგუნდელების შეძახილების გამო, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ გადაწყვიტა, რომ დღევანდელი და მომდევნო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც ველისციხის ინციდენტთან არიან დაკავშირებულები
მოწმეებმა გასული წლის 16 დეკემბერი გაიხსენეს და სასამართლოზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კირკიტაძე პოლიციელს, რომელიც შს სამინისტროს კუთვნილ ავტობუსში იჯდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
გამოძიების მასალების მიხედვით სასამართლოზე დაახლოებით 80-მდე პირი გამოიკითხება.
სხდომას ბრალდებული, დაცვის მხარე და პროკურორები ესწრებოდნენ. 
ამ ხნის განმავლობაში დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა, რომელიც აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლას და საქმის მოსამართლის აცილებას გულისხმობდა, თუმცა არც ერთი შუმადგომლობა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ დააკმაყოფილა.
დავით კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 2018 წლის 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment