Wednesday, April 10, 2019

კვლევა: დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

„ქორწინება ბევრი კაცისთვის ისეთივე მტკივნეული თემაა, როგორიც კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე", - ამის შესახებ გერმანული გამოცემის, Bild-ის ჟურნალისტი წერს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამასთან, სხვადასხვა კვლევის თანახმად, ქორწინებას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. „მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქორწინებისთვის იდეალური დრო პირველი პაემნიდან 3 წელია. პარტნიორები ამ პერიოდში უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, იგებენ ერთმანეთის უცნაურობებსა და სუსტ მხარეებს და რა თქმა უნდა დადებით თვისებებს", - წერია სტატიაში. 
ატლანტას უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ვინც ქორწინებაზე თანხმობას 3 წელი ან უფრო მეტხანს ელის, განქორწინების რისკს 50%-ით ამცირებს, ხოლო გაცნობიდან 12-18 თვეში ქორწინება შემდგომში განქორწინების ალბათობას ზრდის.
„ჩეხეთში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ დაოჯახებული კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 9 წლით იზრდება, ქალებში კი 7 წლით. ეს შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ კაცებზე კარგად ზრუნავენ მათი პარტნიორები, ისინი ერთმანეთს უფრო დიდ დროს უთმობენ. ამასთან, ქალები ზრუნავენ იმაზე, რომ მათმა ქმრებმა ექიმთან რეგულარულად იარონ", - წერია სტატიაში.
აშშ-ში ჩატარებული კვლევის ავტორები კი ამბობენ, რომ დაქორწინებული ადამიანები თავიანთი სქესობრივი ცხოვრებით კმაყოფილები არიან. „ამავე კვლევის თანახმად, დაქორწინებული კაცებისა და ქალების 43% „ძალიან ბედნიერია“, დაუქორწინებლებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ია", - წერია სტატიაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment