რომის პაპის თქმით, ლიონელ მესისა და ღმერთის ერთმანეთთან შედარება მკრეხელობაა. ამის შესახებ La Sexta წერს.
ფრანცისკეს თქმით, ადამიანები „ბარსელონას" ფეხბურთელს ღმერთს მხოლოდ იმის გამო ადარებენ, რომ მისი თამაშის გამო აღფრთოვანება გამოხატონ, სინამდვილეში კი მესის თაყვანისცემა საჭირო არ არის. „მესი ძალიან კარგია, მაგრამ ის ღმერთი არ არის", - აღნიშნა პონტიფიკოსმა.
რომის პაპი, ისევე, როგორც მესი, არგენტინელია და ის კლუბ „სან-ლორენსოს" გულშემატკივარია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment