"ეთიოპიის ავიახაზების" Boeing 737 MAX 8-ის ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა ფრინველი ან სხვა რამე საგანი გამხდარიყო, რომელიც ავიალაინერის სამანქანო სისტემაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დაზიანების შედეგად სავარაუდოდ გააქტიურდა აფეთქების საწინააღმდეგო სისტემა, რის გამოც თვითფრინავის ცხვირმა დაბლა დაიწია, რაც ავიაკატასტროფით დასრულდა.
10 მარტის დილას "ეთიოპიის ავიახაზების" თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავში 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.
Boeing-მა ეთიოპიის ავიაკასტროფის შემდეგ $40 მილიარდი იზარალა. ინციდენტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 18%-ით დაეცა. ეთიოპიის შემთხვევის შემდეგ ქვეყნებმა და კომპანიებმა უარი თქვეს Boeing 737 Max-ზე, რამაც კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment