Thursday, September 28, 2017

10 გზა წარმატებისკენ

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


წიგნიდან: წარმატების 365 გასაღები 
ავტორი:რამაზ გიგაური (ლაქში რავი რამანანდა)

დაიწყე დღე ამაღლებული განწყობით
დილით, გაღვიძებისას, ვიდრე საწოლიდან წამოდგებით, საკუთარ თავს ბედნიერი და წარმატებული დღე უსურვეთ. დილა დღის კარიბჭეა,ამიტომ,როგორც „შეხვალთ“ მასში,ისე დარჩებით მთელი დღის განმავლობაში (წარმატების 365 გასაღები).

დაისახე სწორი მიზნები
დაისახეთ მიზნები და ყოველგვარი გადადების გარეშე, დღესვე, ახლავე მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ რაც უნდა მოხდეს, რა წინააღმდეგობაც უნდა გაგიჩნდეთ, შეუპოვრად და დისციპლინირებულად განაგრძობთ მიზნისკენ სვლას.

პოზიტიურად აღიქვი
იყავით შინაგანად პოზიტიური. მუდამ გქონდეთ ბედნიერების განცდა, აქტიურად მოძებნეთ ბედნიერების მიზეზები. თქვენი შინაგანი პოზიტიური აუცილებლად დაიმორჩილებს გარეგან ნეგატიურს. იმუშავეთ შინაგან შეცვლაზე უკეთესობისკენ, განვითარდით იმ სფეროში, სადაც ყველაზე მეტი შედეგის მიღება გსურთ.

დაიწყე დღესვე!
საქმის დასაწყებად ყველაზე კარგი დღე დღევანდელი დღეა. თუ გსურთ ნამდვილი შედეგი, დაიწყეთ მოქმედება დღესვე. დაიწყეთ ყოველგვარი გადადების გარეშე და დაიწყეთ კონკრეტული მოქმედება. ხვალისთვის ნუ გადადებთ საქმეს თუ მისი გაკეთება დღეს შეგიძლიათ!
 
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ისწავლეთ ფინანსების მართვა
ეძებეთ ფინანსური სისტემა, ფინანსური გეგმა, წიგნები თუ ფილმები ფინანსების მართვის შესახებ. ეძებეთ პირადი „ფინანსური მწვრთნელი“, ვისგანაც ფინანსების მართვის შესახებ ფასდაუდებელ რჩევებს მიიღებთ, ვინც გაგიზიარებთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

ყოველთვის გქონდეთ იმედი

ნუ დაკარგავთ იმედს მაშინაც კი, როცა ჰორიზონტზე სინათლის სხივიც არ ჩანს. თუ საკუთარ წარსულს გადახედავთ, დაინახავთ, რომ არცთუ იშვიათად ყოფილა „უიმედო სიტუაციები“, რომლებიც გამოსწორებულა და ცხოვრება გაგრძელებულა.

არ შეგეშინდეთ უარის - ნუ შეგაშინებთ მარცხი
უარის მიღება ნუ გაფიქრებინებთ, რომ თქვენი იდეა ცუდია ან თქვენში რაღაც გამოუსწორებელი პრობლემაა. გადალახეთ უარის მიღების შიში, ჯიუტად და მიზანსწრაფულად გაემართეთ პირდაპირ მიზნისკენ და დაინახავთ, რომ ხშირად „არა“ - ეს არის კარგად შენიღბული „კი“.


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 

არასდროს გაჩერდეთ მიღწეულზე
ყოველთვის ეცადეთ გააკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე შეგიძლიათ. არასდროს გაჩერდეთ მიღწეულზე. 

გააცნობიერეთ საკუთარი „მე“
დააკვირდით, როდესაც წარმოთქვამთ სიტყვა „მე“-ს, რა განცდა, ემოცია გეუფლებათ. რა ასოციაციას იწვევს თქვენი „მე“. დაიწყეთ ამ სიტყვაზე კონცენტრაცია. შეეცადეთ, როდესაც წარმოთქვამთ სიტყვა „მე“-ს, წარმოსახვაში „მიანიჭოთ“ თავდაჯერებულობა, ძალა, რწმენა, წარმატება, სიმდიდრე. წარმოთქვით სიტყვა „მე“! კიდევ წარმოთქით! უფრო თამამად!

ცოდნა პრაქტიკაში გაამოიყენეთ
შეეცადეთ ყველა წაკითხული წიგნიდან რაღაც ისწავლოთ, გახდეთ უფრო უკეთესი. მიღებული ცოდნა უნდა „შეუშვათ“ სულში, უნდა „დაასახლოთ“ გულსა და გონებაში და რაც მთავარია, დიწყოთ დაგროვებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება.

bpn.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 

No comments:

Post a Comment