Tuesday, September 19, 2017

ცხიმის დამწვავი პლასტირი შექმნეს


👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


კოლუმბიისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტების მეცნიერებმა შეიმუშავეს ნანოპლასტირი, რომელიც წონის დაკლებაში შეგიწყობთ ხელს. კვლევის შედეგებზე გამოცემა Science Alert-ი წერს.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


აღნიშნავენ, რომ პლასტირი, თეთრი ცხიმიდან ყავისფერ ცხიმად ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. თეთრი ქონი ინარჩუნებს ჭარბი რაოდენობის ტრიგლიცერიდებს, ხოლო ყავისფერს ის გაცილებით ნაკლები აქვს. ანალოგიური ეფექტი აქვს ჰორმონების მიღებას, თუმცა ის მთლიან ორგანიზმზე მოქმედებს და გვერდითი ეფექტებიც აქვს.
ცხიმის დამწვავი პლასტირის მუშაობა მეცნიერებმა თაგვებზე შეამოწმეს. ცდებმა აჩვენა, რომ იმ ადგილას, სადაც მიკრული იყო პლასტირი, ქონის მასა ოთხ კვირაში 20%-ით შემცირდა.
მეცნიერების თქმით, მსგავს მეთოდს მალე ადამიანებზეც შეამოწმებენ.
imedinews.ge

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში



No comments:

Post a Comment