Saturday, September 30, 2017

თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა სავარაუდოდ არ შედგება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ შედგება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. „როგორც იცით, ჩვენგან გამოითქვა სურვილი, რომ გვქონოდა შეხვედრა და მსჯელობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე შეხვედრაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით  ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ თავად შესთავაზა და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს მხოლოდ ორი შენიშვნა - ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება - წარედგინება, ვეტო არ დაიძლევა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. კონსტიტუციის ახალი რეაქცია პარლამენტმა ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნა.
აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 27 სექტემბერს ოპოზიციას და მმართველ გუნდს კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არიან და უკვე მესამე დღეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრის დეტალების დაზუსტებას ელოდებიან. უმრავლესობას ამ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძე წარადგენს.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.
imedinews.ge

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment