გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ,,ნისანისა,, და ,,მერსედესის,, მარკის ავტომობილები შეეჯახა.
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ,,ნისანის,, მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და მას მართვის მოწმობა სამი წლით ჩამოერთვა.
მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ipress.ge
No comments:
Post a Comment