ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარემ, ერთ-ერთ მშენებლობაზე 5 ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილზე imedinews-ს განუცხადეს, მესამე სართულზე ბეტონი ჩამოიშალა. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული გამოყვანეს, 3 კი თავისით გამოვიდა.
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ინფორმაციით, 5-ვე მათგანს პირველადი დათვალიერებით მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
ეს შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახური და პოლიცია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment