Monday, September 25, 2017

ვ ი დ ე ო - სარფის საბაჟოს ინციდენტზე განმარტებები თურქეთის კონსულმა გააკეთა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე დღეს დილით მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტებები აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ და თურქეთის კონსულმა გააკეთეს.
საზღვარზე შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ თურქმა მებაჟეებმა ისინი გაურკვეველი მოტივით უკან მოაბრუნეს და რამდენიმედღიანი დეპორტაცია გაუკეთეს.
"აჭარის ტელევიზიის" ჟურნალისტის ცნობით კი თურქმა მებაჟემ საზღვარი გადმოკვეთა და მას ხელები გადაუგრიხა, ასევე პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი მოსთხოვა.
თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც, თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ექვსის ნაცვლად ერთი გასასვლელი და შემოსასვლელი მუშაობს, რაც რიგებს იწვევს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment