მომავალში ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ბიზნესის, ქვეყნის, ენის, სამშობლოს განვითარება პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდა მეცნიერების განვითარებასთან, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიამდე განუცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მისი თქმით, მეცნიერების მიმართულებით ქვეყანას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. “მთელი საქართველოსთვის მისალოცია სამეცნიერო ფესტივალი, რომელიც მესამე წელია ტარდება. მეცნიერების ფესტივალის ამოცანაა ბავშვებში მეცნიერების, როგორც კარიერის არჩევანის პოპულარიზაცია. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში მეცნიერება, როგორც კარიერა არც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ახლანდელი ბავშვები, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ძალიან დიდი პერსპექტივებია მეცნიერების მიმართულების განვითარებაში. წლევანდელი ფესტივალი მასშტაბით გამორჩეულია - ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ქვეყნის 7 ქალაქში. მომავალში ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ბიზნესის, ჩვენი ქვეყნის, ენის, სამშობლოს განვითარება პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდა მეცნიერების განვითარებასთან. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დიდ იმედი მაქვს, რომ ამ პატარებიდან, ვინც დაესწრება ფესტივალს, დაინტერესდებიან და კითხვებს დაუსვამენ მშობლებს და მასწავლებლებს მეცნიერებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი თბილისში, რიყის პარკში გაიხსნა და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელება. ფესტივალს ქვეყნის მასშტაბით 7 ქალაქი: გორი, სენაკი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, თელავი და თბილისი უმასპინძლებს. ფესტივალი 150-მდე ღონისძიებას მოიცავს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment