Monday, September 25, 2017

კონფერენცია - „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია'' - გაიმართა



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

22-23 სექტემბერს გუდაურში, განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია". 

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში აკრედიტაციის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ამერიკისა და ევროპის აკრედიტაციის სააგენტოების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კონფერენციას საერთაშორისო ექსპერტები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის პირველი დღე დაეთმო აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების განხილვას. კონფერენციის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები დეტალურად განიხილეს. 

აკრედიტაციის განახლებული სტანდარტებთან დაკავშირებით ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის დირექტორმა, ევროპის საბჭოს ექსპერტმა მაიკ უდამმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც განიხილა ESG 2015-თან აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების თავსებადობის საკითხები. ლიტვის მაგალითზე ხარისხის უზრუნველყოფის მოდელის ცვლილების საკითხი წარმოადგინა ლიტვის უმაღლესი განათლების შეფასების ცენტრის იურიდიული საკითხების სამსახურის უფროსმა, ევროპის საბჭოს ექსპერტმა იევა ვაიციუკევიჩიენემ. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ABET (Accreditation Board for Engineering and Technology) ფონდის მთავარი კონსულტანტი ჯო ტერნერი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ABET-ის უფროსი ოფიცერი მაჯიდ ჰაშემიპური, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ვიცე-დეკანი ჰალილ გუვენი.
eqe.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment