Thursday, September 28, 2017

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში 16:30 საათზე ჩამოვლენ

არგენტინელი ერნან კრესპო, რომელიც დინამო არენაზე დღეს დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, უკვე თბილისშია. 42 წლის ფეხბურთელი საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
თბილისში იმყოფება აგრეთვე 2004 წლის ევროპის ჩემპიონი, მწვრთნელი ოტო რეჰაგელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე გუნდს უხელმძღვანელებს.
სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დახვდნენ. საქვლმოქმედო შეხვედრაში მონაწილე სხვა ფეხბურთელებს თბილისში რამდენიმე საათში ელოდებიან.
მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. თამაში დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. სხვა მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში 16:30 საათზე ჩამოვლენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment