Wednesday, September 20, 2017

პირის ღრუ და არასასიამოვნო სუნი მცირეწლოვან ბავშვებში, მოზარდებსა თუ მოზრდილებში



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდით.
ბავშვებში ძირითადად ეს ჰელმინთებს უკავშირდება, მაგრამ არსებობს სხვა უამრავი ფაქტორი რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
იმ შემთხვევაში თუ მშობელი შენიშნავს, რომ პატარა ამ პრობლემის წინაშე დგას ,მან პირველ რიგში უნდა მიაკითხოს სტომატოლოგს, რადგან შეიძლება არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი იყოს კარიესი ან პირის ღრუს ლორწოვანის ანთება.
იმ შემთხვევაში თუ პირიდან ბავშვს დამპალი ვაშლის ან აცეტონის სპეციფიკური სუნი ამოსდის სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი მიგვითითებს სისხლში გლუკოზის დონის მომატებაზე .
შესაძლებელია, პრობლემის გამომწვევი მიზეზი იყოს ბაქტერიები, რომლებიც სახლობენ ენაზე.
ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა ასევე ნუშურებზე მოსახლე ბაქტერიები გახდნენ.
ნუშურებს არასწორი ზედაპირი აქვთ, დაღარული და ვიწრო ნაპრალებით, რომლებშიც გროვდებიან მიკრობები და გამოყოფენ არასასიამოვნო სუნს.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

 
აქვე შესაძლოა გაჩნდეს თეთრი ფერის, წერტილოვანი საცობები, რომლებიც აშრევებული უჯრედების – ლეიკოციტებისა და საკვების ნარჩენებისგან შედგება.
იმ შემთხვევაში თუ პირიდან უსიამოვნო სუნთან ერთად ბავშვს დაკარგული აქვს მადა, უჩივის გულისრევის შეგრძნებას, აქვს ტკივილი კვების შემდეგ ჭიპის ზედა ზონაში, უნდა დავიწყოთ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კვლევა.
ეს ჩივილები ნაღვლის ბუშტის ანთებაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ არასასიამოვნო სუნი პირიდან ყოველთვის ჯანმრთელობის გარკვეულ დარღვევაზე მიუთითებს და მისი მიყურადება არ შეიძლება მეტიც, აუცილებელია, სასწრაფო სამედიცინო კვლევა და შესაბამისი მკურნალობა.
kvira.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment