საქართველოს პრემიერმინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში პარტიის მერობის კანდიდატები წარადგინა.
რუსთავი "ქართულო ოცნების" მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება; ბოლნისში დავით შერაზადიშვილი; გარდაბანში რამაზ ბუდაღაშვილი; წალკაში ჯონი საბაძე; თეთრიწყაროში გიორგი ქორიძე; დმანისში გიორგი ტატუაშვილი და მარნეულში თეიმურაზ აბაზოვი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment