👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მექსიკაში, მორელოსის შტატში მიწისძვრას სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა გრაკო რამირესმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
სტიქიის გამო შენობები ჩამოინგრა, რამდენიმე ადგილას კი ხანძარი გაჩნდა. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო. მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს მიაღწია.2015 წლის შემდეგ ეს დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment