👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
14 წლის ცოტნე ძიმისტარიშვილი წარსულში ცნობილი ბელგიელი ჩოგბურთელის, ჟუსტინ ენინის სახელობის საჩოგბურთო აკადემიაში ჩაირიცხა. ორკვირიანი სინჯების შემდეგ, აკადემიის ხელმძღვანელებმა ძიმისტარიშვილთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
კვალიფიციური მწვრთნელების ხელმძღვანელობით ვარჯიშის გარდა, ცოტნე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 18-წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა შორის პრესტიჟულ ტურნირებზე ითამაშებს.
ჟუსტინ ენინის აკადემია რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, სადაც ამ ეტაპზე 12-24 წლამდე ასაკის 1000-მდე ჩოგბურთელი ვარჯიშობს. ცოტნე ძიმისტარიშვილი კი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ელიტგუნდის წევრი გახდა, რომელშიც 1000-დან მხოლოდ 25 სპორტსმენი შედის.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment