Tuesday, November 21, 2017

ჰარვარდის უნივერსიტეტს აზიელების მიმართ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ჰარვარდის უნივერსიტეტში მიღების დროს შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებს იძიებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
სამინისტრო სტუდენტური ორგანიზაციის სარჩელით დაინტერესდა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ჰარვარდში ცდილობენ აზიური წარმომავლობის სტუდენტები არ მიიღონ.
იუსტიციის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებას წერილი გაუგზავნა და შესაბამისი დოკუმენტები გამოითხოვა. ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებენ, ეკრძალებათ ნაციონალური ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის გამოვლენა.
ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი ჰარვარდში დისკრიმინაციის ფაქტი დადასტურდა, უნივერსიტეტი სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. ამ დრომდე სასწავლო დაწესებულებას ბრალდებაზე არ უპასუხია.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment