Monday, November 20, 2017

ირაკლი კობახიძეს ბელარუსში საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ირაკლი კობახიძე, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, დღეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. 
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. 
ირაკლი კობახიძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო. 
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია. 
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ბელარუსის რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 
ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, საქართველოში კორუფციის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. 
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ ამ მხრივ ვითარება 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საგრძნობლად გამოსწორდა. 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად 20 ნოემბერს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრა კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა. გაიმართა შეხვედრა ასევე ბელარუსის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩთან. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment