Wednesday, November 22, 2017

თურქეთში ბინების ძარცავში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააპატიმრეს. თურქული მედიის ცნობით, ისინი იზმირის პოლიციამ აიყვანა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა რვა ბინა გაქურდეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი სამკაული. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
დაკავებულების ასაკი 20-დან 28 წლამდე მერყეობს.
პოლიციაში ამბობენ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს მეოთხე წევრიც ჰყავდა, თუმცა ის სასამართლომ გაათავისუფლა.
სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ დაკავებულებმა სულ მცირე ორი ბინა ანკარაში გაძარცვეს და ნაძარცვი ნივთების გაყიდვიდან მიღებულ თანხას საქართველოში მყოფ კრიმინალებს უგზავნიდნენ.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment