თსუ-ს პროფესორი ლადო პაპავა მთავრობაში სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პაპავამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს სქემა, რომელსაც მთავრობა საზოგადოებას სთავაზობს, გაუაზრებელია.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
”ეს სქემა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, ვფიქრობ გაუაზრებელია და არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ. არ შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ჩააბარო ბუნებრივი რესურსების მართვა. ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის დაინტერესებულია, ეს რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს. რესურსები რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული. რა შუაშია გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა?! ყველაზე მეტად გარემო არის დაბინძურებული ქალაქად, რა შუაშია სოფლის მეურნეობა?! ყველა საერთაშორისო პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია სწორედ გარემოს დაცვაზე. როგორ შეიძლება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება? მოსკოვს კოჭი გავუგორეთ და როგორ შეიძლება ეს მოგვწონდეს? როდესაც ზურაბ ჟვანია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ გადაწყდა ამის შექმნა იმისთვის, რომ დასავლეთის გვეთქვა: ჩვენ ვართ პროდასავლური ქვეყანა, გვინდა ევროკავშირი და ნატო, ამ ეტაპზე კი არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატოსი. ამის გაუქმებით ვამბობთ, რომ აღარ არის ეს პრიორიტეტი და არანაირი დიდი თანხის დაზოგვაც არ ხდება. ეს ფუნქციები მაინც შესასრულებელია. პრინციპულად მიუღებელია, რომ შს მინისტრი გახდეს ვიცეპრემიერი. ეს ნიშნავს ნაბიჯს პოლიციური სახელმწიფოსკენ. შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ვიცეპრემიერი. პრემიერ-მინისტრი მივლინებაში რომ იყოს, ღმერთმა დაიფაროს და რამე მოუვიდეს, ქვეყანას ვაბარებთ შს მინისტრს? ეს პოლიციური სახელმწიფოსკენ გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი გახარიას, მე არ ვიცი ის ვინ არის. თუ იურისტია, ეკონომიკის სამინისტროში რა უნდოდა ან პირიქით?! სპორტის სამინისტრო შესაძლებელია შეერთდეს კულტურის სამინისტროსთან, ასევე დადებითია, რომ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები გადანაწილდება განათლების სამინისტროსთან. ასევე, მისასალმებელია ენერგეტიკის სამინისტროს შეერთება ეკონომიკის სამინისტროსთან”, - განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, როდესაც ეს ცვლილებები მთავრობამ დააანონსა, უნდა ყოფილიყო საუბარი რა ეკონომიაზეა საუბარი. ”დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ უბრძანა სასწრაფოდ გაატარეთ ასეთი ცვლილებებიო. იძულებული იყვნენ ეს გაეკეთებინათ, თუმცა გააზრებული არ იყო. ეს შეეძლო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ გუნდს ხელმძღვანელობს”, - აღნიშნა პაპავამ.
მისივე თქმით, ყველაზე დადებითი ამ ცვლილებებით განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებაა. ”კარგი რამეც მოხდა, კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს და სტატუსშეჩერებული სტუდენტი, რომელიც იყო განათლების მინისტრი, არ დაინიშნა რომელიმე ქვეყანაში ელჩად. გადავრჩით, ეს უფრო დიდი სირცხვილი იქნებოდა. ამ ორ კარგ ამბავს ვულოცავ ჩვენს ტელემაყურებელს”, - აღნიშნა პაპავამ.
ipn.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment