Tuesday, November 21, 2017

ჰონ-კონგში ბერძენი მოდელი კოკაინის გადატანისას დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ჰონ-კონგის პოლიციამ მოდელი დააპატიმრა. მას საზღვარზე 2,6 კილოგრამი კოკაინის გადატანას სდებენ ბრალად. მოდელი საბერძნეთიდანაა. ინფორმაციას პორტალი Law and Crime-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ბერძენი მოდელი უკვე მეოთხეა, რომელიც მიმდინარე კვირაში პოლიციამ ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დააკავა. მანამდე სამართალდამცველებმა 52 წლის ქალი დააპატიმრეს, რომელიც პრეზერვატივებით დაფასოებული 2,5 კილოგრამი ნარკოტიკის გადატანას ცდილობდა.
ჰონ-კონგში ამ დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment