იტალიაში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური სააგენტოს, TR News-ის ცნობით, ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პოლიციამ სალენტოსსანაპიროზე აიყვანა.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სანაპიროზე მყოფმა სამხედროებმა მიგრანტებით სავსე ნავი ადგილობრივი დროით, ღამის პირველ საათზე შენიშნეს. ნავში 9 არალეგალი და ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პირიც იმყოფებოდა, ის ნავის გადამალვასა და იტალიის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შეყვანას ცდილობდა.
იტალიური მედიის ცნობით, ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ქართველია. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment