Saturday, September 22, 2018

"იმ უბედური ადამიანების სახეები მთელი ცხოვრება გამყვება" - ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ისტორია და "საბედისწერო რეისის" მგზავრები

25 წლის წინ, 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში და­საჯ­დო­მად დაშ­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა ეს­რო­ლეს... მფრი­ნავ­მა ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის აე­რო­პორ­ტამ­დე მიყ­ვა­ნა შეძ­ლო, მაგ­რამ მი­წა­ზე დაშ­ვე­ბი­სას იგი ძირს და­ე­ნარ­ცხა და შუ­ა­ზე გა­ი­პო.
თვითმფრი­ნავ­ში 120 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 12 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ­გან ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ 16 გა­დარ­ჩა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" დახ­მა­რე­ბით, ბა­ბუ­შე­რას სა­მარ­ხის გახ­სნის შემ­დეგ, 104 ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და და ისი­ნი დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი.რო­დე­საც ბი­ჭე­ბი აე­რო­პორ­ტში შეკ­რე­ბი­ლან, უკვე სცოდ­ნი­ათ, რომ სო­ხუმ­ში თვითმფრი­ნავს მშვი­დო­ბი­ა­ნად დაფ­რე­ნის შან­სი თით­ქმის არ ჰქონ­და, თუმ­ცა მა­ინც გა­რის­კეს... არა­და, ბოლო წას­ვლის წინ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, რა­ტომ აკე­თებ ამას, ცოლ-შვილს ვის უტო­ვებ-მეთ­ქი? ნუ მე­უბ­ნე­ბი, დე, ხომ ხე­დავ, სო­ხუ­მი იკარ­გე­ბა, ახლა ბი­ჭებს და საქ­მეს ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ, ვერ მი­ვა­ტო­ვე­ბო... ამა­სო­ბა­ში ბი­ჭე­ბი აე­რო­პორ­ტში გა­პა­რუ­ლან, არ უნ­დო­დათ, ჩემი შვი­ლი წა­სუ­ლი­ყო, თა­ვის ცოლ-შვილს მი­ხე­დო­სო, მაგ­რამ ის გა­ე­კი­და და და­ე­წია. რო­გორც გული უგ­რძნობ­დათ, ზუს­ტად ისე მოხ­და – სო­ხუ­მამ­დე მარ­თლაც ვერ ჩა­ვიდ­ნენ... წა­ვიდ­ნენ და წა­ვიდ­ნენ...… იმ თვითმფრი­ნავ­ში და­იწ­ვნენ და მე ჩემი და სხვი­სი შვი­ლე­ბის მო­ურ­ჩე­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­მაქვს...
ნანა გუ­ლია, სო­ხუ­მე­ლი მო­ქა­ლა­ქე:
- მე­უღ­ლის ზარს ვე­ლო­დე­ბო­დი. ის ბი­ჭებ­თან ერ­თად იყო ომში. ბოლო წუ­თამ­დე ორ შვილ­თან ერ­თად ვი­ჯე­ქი და სახ­ლში ტე­ლე­ფონს ვყა­რა­უ­ლობ­დი. შემ­დეგ მე­ზო­ბელ­მა მო­მი­კა­კუ­ნა, მთე­ლი კორ­პუ­სი დაც­ლი­ლია, თავს ვუშ­ვე­ლო­თო... რაც გვეც­ვა, იმით გა­მო­ვე­დით სახ­ლი­დან. ყვე­ლა აე­რო­პორ­ტის­კენ გარ­ბო­და. გზა­ში ვი­ღა­ცამ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გაგ­ვი­ჩე­რა... გვი­თხრა, მარ­ტო დედა-შვი­ლე­ბი ამო­ვიდ­ნე­ნო, მაგ­რამ ჩემს მე­ზო­ბელს მარ­ტოს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორტთან რომ მი­ვე­დი, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ირე­ო­და. ისე­თე­ბიც, ვინც ჩვენ­სა­ვით ოჯა­ხის წევ­რს ელოდ­ნენ. ვნა­ხეთ, რო­გორ შეფ­რინ­და თვითმფრი­ნა­ვი... უეც­რად მას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, ამოტ­რი­ალ­და და ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე ისე­თი ძა­ლით და­ე­ნარ­ცხა, რომ შუ­ა­ზე გა­იხ­ლი­ჩა... სა­ში­ნე­ლი ხმა ჰქონ­და... ეს იყო ტრა­გე­დია...
ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ია, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:
- თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, სო­ხუ­მი იც­ლე­ბო­და... თუმ­ცა, რა­ღა­ცის იმე­დი მა­ინც გვქონ­და. ბა­ტონ­მა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ მე და გია გვა­ზა­ვა აე­რო­პორ­ტს მიგ­ვა­მაგ­რა, მუდ­მი­ვად იქ გვი­წევ­და ყოფ­ნა, იქა­უ­რო­ბას ვმეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­დით... მას­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი მქონ­და. მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სი­დან თვითმფრი­ნა­ვი უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო, რო­მელ­საც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი უნდა ჩა­მო­ე­ტა­ნა. ის იყო, გა­მოჩ­ნდა და ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კის­კენ და­ვი­ძა­რით, მაგ­რამ და­ეშ­ვა თუ არა, უცებ ამოტ­რი­ალ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა... უცებ ვერ მივ­ხვდით რა მოხ­და, შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ ხალ­ხით სავ­სე თვითმფრი­ნავს ოჩამ­ჩი­რის მი­და­მო­ებ­ში ეს­რო­ლეს. პი­ლოტ­მა სო­ხუ­მამ­დე მი­აღ­წია, მაგ­რამ დაშ­ვე­ბა ვერ შეძ­ლო... და­ღუ­პუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მურ­თაზ ჩაკ­ვე­ტა­ძეც იყო.
პირ­ვე­ლი შო­კის შემ­დეგ დამ­წვა­რი თვითმფრი­ნა­ვი­დან ცხედ­რე­ბის გა­მო­ტა­ნა და­ვი­წყეთ. პა­პა­ნა­ქე­ბა იყო და და­ღუ­პუ­ლე­ბი მი­წის­თვის უნდა მიგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა... ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­უ­ლი ჯი­ქია და აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ან­ზორ ლა­ცუზ­ბა­ია...
თავ­და­პირ­ვე­ლად, ბა­ბუ­შე­რას სა­საფ­ლა­ო­ზე შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით საფ­ლა­ვის გა­თხრა და­ვი­წყეთ, შემ­დეგ გულ­რიფ­შის გამ­გე­ბელ­მა ექ­სკა­ვა­ტო­რი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, რად­გან ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის დაკ­რძალ­ვა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.… გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პირ­და­პირ მი­წა­ზე რომ არ დაგ­ვეწ­ვი­ნა, ნა­უ­ლიმ ხის ტო­ტე­ბი მოჭ­რა და ის და­ვა­ფი­ნეთ...
იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ან­ზო­რი ახ­დენ­და, ფი­ზი­კურ აღ­ნა­გო­ბა­სა და სხვა მო­ნა­ცე­მებს ინიშ­ნავ­და. რამ­დე­ნი­მე მე­ო­მარს ჟე­ტო­ნიც ჰქონ­და... ვცდი­ლობ­დით, და­ღუ­პუ­ლე­ბი ისე დაგ­ვეკ­რძა­ლა, რომ აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ად­ვი­ლად ამოგ­ვეც­ნო...
იმ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლებს შო­რის ერ­თა­დერ­თი ქა­ლია - ქე­თე­ვან მჭედ­ლი­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ 28 წლის იყო. აფხა­ზეთ­ში ომის და­წყე­ბი­სას რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.
ქე­თე­ვან მჭედ­ლი­ძე, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რი:
- ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან, ჩვენს ქვე­მოთ, ზღვა­ში გემი შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც უცებ გა­ნათ­და, რა­საც თვითმფრი­ნა­ვის შე­ზან­ზა­რე­ბა მოჰ­ყვა... შე­მე­შინ­და და ვი­კი­თხე კი­დეც, რა მოხ­და-მეთ­ქი, არა­ფე­რია, მალე და­ვეშ­ვე­ბი­თო – და­მამ­შვი­დეს... მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ გვეს­რო­ლეს. მფრი­ნავ­მა მო­ა­ხერ­ხა და თვითმფრი­ნა­ვი აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ მი­წა­ზე და­ვე­ნარ­ცხეთ და თვითმფრი­ნა­ვი შუ­ა­ზე გა­ი­პო... კი­დევ კარ­გი, დღე იყო, თო­რემ ეს ყვე­ლა­ფე­რი ღამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენც ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დით...
მე პირ­ველ ნა­წილ­ში ვი­ჯე­ქი. ყვე­ლა­ფე­რი ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი. ეს იყო კოშ­მა­რი... არც კი მახ­სოვს, გა­დარ­ჩე­ნა რო­დის გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, იმ­დე­ნად შეძ­რუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს კოშ­მა­რი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა – ის ხმა და იმ უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ე­ბი, ვინც რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ მამ­შვი­დებ­დნენ - ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე­აო...
ალექ­სან­დრე ნა­დი­ბა­ი­ძე, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რი:
- პი­ლო­ტებ­თან ვი­ჯე­ქი კა­ბი­ნა­ში, რო­დე­საც თვითმფრი­ნავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. მფრი­ნა­ვი გა­მოც­დი­ლი იყო, მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ბო­ლოს რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ შან­სი აღარ არ­სე­ბობ­და, მინა ჩა­ამ­სხვრია და იქი­დან გად­მოვ­ხტით... ასე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით.
კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბრის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment