ჩინეთში, ჰონგ კონგსა და გუანჯოუ დღეიდან ახალი, სწრაფი მიმოსვლის რკინიგზა დააკავშირებს. მშენებლობა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროექტისთვის $10 მილიარდი დაიხარჯა. ამის შესახებ The Star-ი წერს.
მაღალსიჩქარიანი რკინიგზა დღეში 80 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ჰონგ კონგიდან გუანჯოუს პროვინციის ქალაქ შენჯენამდე ჩასასვლელად მატარებელს მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდება, რაც მგზავრობის აქამდე არსებულ დროს 90 წუთით შეამცირებს.
ჩინეთში ჩქაროსნულმა მატარებლებმა სიარული 2008 წლიდან დაიწყეს. 2011 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ კი, როცა 40 ადამიანი დაიღუპა, მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-მდე შეიზღუდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment