Saturday, September 22, 2018

ესპანეთის სასამართლომ ლუკა მოდრიჩი გადასახადების დამალვის გამო დააჯარიმა

ესპანეთის სასამართლომ გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ლუკა მოდრიჩი ცნო. შედეგად მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს 1.2 მილიონი ევროს გადახდა და რვათვიანი პირობითი პატიმრობა დაეკისრა. ამის შესახებ Mirror-ი წერს
გადასახადების დამალვის გამო სასამართლომ მოდრიჩი 350 ათასი ევროთი დააჯარიმა. 
ირკვევა, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა ესპანეთის საგადასახადო სამსახურს 2013 წელს 290 ათასი, 2014 წელს კი 580 ათასი ევრო დაუმალა. 
2012 წლიდან ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ თამაშობს. 
აგვისტოში ხორვატი სპორტსმენი UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მოდრიჩმა ამ წოდების მისაღებად ისეთ ფეხბურთელებს მოუგო, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი არიან. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment