Saturday, September 22, 2018

ტანზანიაში გადაარჩინეს კაცი, რომელმაც ორი დღე ამობრუნებული ნავის ქვეშ გაატარა

ტანზანიაში, კუნძულ უკორასა და ბუგოლორას შორის ნავის ამობრუნების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით, 170-ს მიაღწია. ორდღიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ იპოვეს ადამიანი, რომელიც ამობრუნებულ ნავში იმ ადგილს აფარებდა თავს, სადაც წყალმა ვერ შეაღწია და ჰაერი ჯერ კიდევ იყო. ამის შესახებ BBCწერს. 
გადარჩენილი კაცი ინჟინერი ალფონს ჩარაჰანია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
ერთ-ერთი ვერსიით, ნავი გადატვირთული იყო, რადგან მას 400-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა. ადგილობრივების განმარტებით, სწორედ ეს გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. 
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. რამდენიმე ათეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ათობით ადამიანს მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment