Thursday, November 22, 2018

რუსეთში 1979 წელს საბჭოთა არმიის ავღანეთში შესვლას გაამართლებენ


რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სსრკ-ის სახალხო დეპუტატების დასკვნა, რომელმაც დაგმო ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლა, არ შეესაბამება „ისტორიული სამართლიანობის პრინციპს“. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. 
რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ 1989 წლის გადაწყვეტილების ფორმულირება არასწორია. „მაშინ მათ განაცხადეს, რომ ჯარების შესვლა პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებელი იყო“, - თქვეს დუმაში.
სახელმწიფო დუმა ახალ განკარგულებას 2019 წლის თებერვალში მიიღებს, რაც ავღანეთიდან საბჭოთა არმიის გამოსვლის 30-ე წლისთავს დაემთხვევა. 
1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა არმიის ნაწილები ავღანეთში შეიჭრა, დაამხეს პრეზიდენტი ჰაფიზულა ამინი და ქვეყანაში კომუნისტური წყობილება დანერგეს. 10-წლიანი ოკუპაცია, რომლის დროსაც 13 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანით დასრულდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment