Monday, November 26, 2018

სერგეი ლავროვის თქმით უკრაინამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქერჩის სრუტეში მომხდარ კონფლიქტს ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის უკრაინის მხრიდან ერთგვარი პროვოკაცია.ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. ლავროვის თქმით, უკრაინამ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. 
„ის რაც ხდება ქერჩის სრუტეში არის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია. უკრაინამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და საფრთხე შეუქმნა გემების გადაადგილებას"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადება,  სიტუაციის დეესკალაციის მცდელობაა. 
„უკრაინის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადებით, სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის პროვოცირებას ახდენს. მოსახლეობამ უკრაინის ეს ნაბიჯი უარყოფითად აღიქვა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ომის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ არჩევნები დროულად არ ჩატარდება."-თქვა სერგეი ლავროვმა.
მან ასევე მოუწოდა, დასავლელ პარტნიორებს შეაჩერონ უკრაინა, რომ ქერჩის სრუტეში დაწყებული კონფლიქტი არ გამწვავდეს.
„მკაცრად მოვუწოდებ კიევის დასავლელ პარტნიორებს, დაარწმუნოს უკრაინის ხელისუფლება, რომ შეჩერდეს. რომელიც ცდილობს არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკური ქულების დაწერას"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.
არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 31 მარტს არის ჩანიშნული.
დღეს პეტრო პოროშენკომ ქერჩის სრუტეში დაწყებული კონფლიქტის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 
26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 60 საათის განმავლობაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. შესაბამის კანონპროექტს უმაღლესი რადა გადახედავს.
რუსეთმა ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო 26 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნა მოითხოვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment