Tuesday, November 27, 2018

სამართლიანი არჩევნები: წინასაარჩევნო ზარები ივანიშვილის ხმით დარღვევად არ ითვლება

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ წინასაარჩევნო ზარები ივანიშვილის ხმით დარღვევად არ ითვლება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
საპრეზიდენტო არჩევნების არჩევნების დღეს, 28 ნოემბერს, სატელეფონო ნომრიდან „48“, ამომრჩეველს ტელეფონზე მისდის ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ. საქართველოს პრეზიდენტობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სურთ.
28 ნოემბერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში უქმე დღეა.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment