Tuesday, November 27, 2018

კიევი: უკრაინელმა მეზღვაურებმა ცრუ აღიარებითი ჩვენება მისცეს

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა 26 ნოემბერს გაავრცელა დაკითხვის ვიდეო, რომელშიც ქერჩის სრუტის ინციდენტის დროს დაკავებული სამი მეზღვაური ჩვენებას აძლევენ. 
ვიდეოში ნაჩვენებია გემი „ნიკოპოლის“ ეკიპაჟის წევრები სერგეი ციბიზოვი და ანდრეი დრაჩი და ასევე სამხედრო-საზღვაო ბაზის მეთაური ვლადიმერ ლესოვოი. მან აღიარა, რომ უკრაინის გემი პროვოკაციულად იქცეოდა. 
უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა იგორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა მეზღვაურებმა ცრუ ჩვენება მისცეს. „მე ამ მეზღვაურებს ვიცნობ. ისინი ყოველთვის პროფესიონალები იყვნენ და რასაც ეხლა ლაპარაკობენ, არ არის სიმართლე“, - აცხადებს ვორონჩენკო. 
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. თავდაპირველი ვარიანტი 60 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ითვალისწინებდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამი უკრაინული გემის დაკავების შემდეგ, სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს. 
25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment