Wednesday, November 28, 2018

შსს: ქობულეთში მომხდარი მკვლელობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1973 წელს დაბადებული მ. ც.-ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ასევე დადგინა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment