Sunday, November 25, 2018

სეულის დიდ ნაწილში მოსახლეობას ინტერნეტი არ მიეწოდება

სეულის ნაწილი ინტერნეტის, მობილურისა და სტაციონური ტელეფონების გარეშე დარჩა. კომუნიკაციის შეფერხების მიზეზი ოპერატორის სადგურზე გაჩენილი ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, ხანძარი იმ სარდაფში გაჩნდა, რომელშიც სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის გაგრილების სისტემა იყო დამონტაჟებული. ხანძარს დაახლოებით 10 საათი აქროდნენ. 
დაზიანების შედეგად სეულის ხუთ ცენტრალურ რაიონს და ასევე კიდევ რამდენიმე ქალაქს ინტერნეტი არ მიეწოდება. სპეციალისტების თქმით, კავშირის აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება. ხანძრის მიზეზის დადგენასა და ზარალის დათვლაზე სპეციალური კომისია მუშაობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment