საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება. სერგეენკოს განცხადებით, 60-მდე დასახელების წამალი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
„სექტემბერში უკვე გაფართოვდა, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. ახლა წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეთა ჯგუფები სავარაუდოდ იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება გაფართოება 23-დან 30-მდე და საბოლოო ჯამში 60 დასახელების მედიკამენტზე“,- განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, სისტემის მთავარი გამოწვევა დღეს ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა, რაც როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მიმართულებით პრობლემების გამომწვევია. მოქალაქეები საკუთარი ჯანმრთელობის გაღებული თანხის ნახევარს სწორედ მედიკამენტებში ხარჯავენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment