Wednesday, November 28, 2018

ცაგერში ხანძრის გამო საარჩევნო პროცესი შეფერხდა

ხანძრის გამო ცაგერში, პირველ უბანზე საარჩევნო პროცესი დროებით შეწყდა. კულტურის სახლის დარბაზში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ცეცხლი დაახლოებით დილის 09:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი კვამლის გამო, საარჩევნო პროცესი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები. ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს.
ცაგერში სულ 41 საარჩევნო უბანი და 11 045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილება 2 588-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,43%-ია.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. 
არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment