Sunday, November 25, 2018

ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე უარი თქვეს


ტაივანში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC წერს
შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა მხარი კონსერვატიული ჯგუფების იდეას დაუჭირა. შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ ტაივანი აზიაში პირველი იქნებოდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდებოდა არ გამართლდა. 
2015 წელს ტაივანში ამოქმედდა კანონი, რომელიც კომპანიებში ლგბტ თემის დისკრიმინაციას კრძალავს. დარღვევისთვის პირს მოუწევს ჯარიმის გადახდა და შესაძლოა ციხეშიც ჩაჯდეს. 2017 წლის მაისში კი, ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ, თუმცა პარლამენტს შესაბამისი კანონი ჯერ არ მიუღია და ამისთვის საკანონმდებლო ორგანოს 2-წლიანი ვადა მიეცა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment