Tuesday, November 27, 2018

ინდოეთის კუნძულზე მოკლული ამერიკელი მისიონერის ცხედარს აღარ ეძებენ


ინდოეთის ხელისუფლებამ ამერიკელი მისიონერის ცხედარის კუნძულიდან გამოყვანა შეაჩერა. მათი თქმით, ისინი აღარ შეაწუხებენ კუნძულ სენტინელზე მცხოვრებ აბორიგენებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ინდოეთის ოკეანეში კუნძულ სენტინელის აბორიგენებმა 26 წლის ამერიკელი ჯონ ჩაუ მოკლეს, რომელიც კუნძულზე ქრისტიანობის ქადაგებისთვის ჩავიდა. ჩაუს სიკვდილის შესახებ 21 ნოემბერს  ანდამანის  და ნიკობრასის კუნძულებზე განაცხადეს. 
კუნძულზე ცხოვრებენ სენტინელები - პატარა იზოლირებული ტომი, რომელთა ცხოვრების წესი ქვის ხანას შეესაბამება. 2006 წელს კუნძულზე ორი მეთევზე მოკლეს, რომელთა ნავი შემთხვევით მივიდა კუნძულის ნაპირთან. როდესაც ხელისუფლებას მათი ცხედრების წაღება სურდა, აბორიგენებმა ვერტმფრენს ისრები დაუშინეს. 
ინდოეთის პოლიციამ დააკავა 7 კაცი, რომლებმაც ჯონ ჩაუ კუნძულზე ჩაიყვანეს, თუმცა იცოდნენ, რომ ეს აკრძალული იყო. 
ჯონ ჩაუს ახლობლებმა მისი დაღუპვის შესახებ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნეს და ინდოეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლება სთხოვეს. „მას ღმერთი უყვარდა, უყვარდა ცხოვრება და ეხმარებოდა გაჭირვებულს. ის არ განიცდიდა სენტინელების მიმართ არაფერს, გარდა სიყვარულისა. ჩვენ ვპატიობთ იმათ, ვისაც საზოგადოება დამნაშავედ მიიჩნევს“, - წერია დაღუპულის ოჯახის პოსტში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment