უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა.
უკრაინაში არმიის სრული სამხედრო მზადყოფნა 26 ნოემბერს დილიდან გამოცხადდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამი უკრაინული გემის დაკავების შემდეგ, სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს.
26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
რუსეთმა ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო 26 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნა მოითხოვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment