ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვთავაზობს:
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"11 აპრილის ჩათვლით იუპიტერი მოძრაობის სიჩქარეს თანდათან ანელებს და სტაციონარული ხდება. რაც ნიშნავს იმას, რომ პლანეტა შემობრუნებისათვის და უკუსვლით ფაზაზე გადასვლისათვის ემზადება.⠀ჩვენც უნდა მოვემზადოთ, ამისთვის - უნდა ვიცოდეთ, რას მოიტანს ეს მოვლენა.
სტაციონარულობის პერიოდი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე უშუალოდ უკუსვლითი ფაზა, რადგან ამ დროს პლანეტა გაჩერებულია და მასთან ერთად გაჩერებულია ის პროცესებიც, რომლებსაც ეს პლანეტა კურირებს.
"დიდი ბედნიერების პლანეტად" წოდებული იუპიტერი ჩვენს ცხოვრებაში სოციალურ თემებს განაგებს - იმას, თუ რა მორალური ფასეულობების მატარებლები ვართ, რამდენად წარმატებულად ვმკვიდრდებით საზოგადოებაში, როგორია ჩვენი განვითარების ექსპანსია.
უფრო ზოგადად კი იუპიტერი გახლავთ განათლება, იდეოლოგია, რწმენა, უცხოეთთან დაკავშირებული თემები.
გამოდის, რომ ყველაფერი ეს 15 აპრილის ჩათვლით დაპაუზებულ მდგომარეობაში იქნება. სავარაუდოდ გადაიდება ან შეჩერდება საგამომცემლო და საგანმანათლებლო პროექტები, მოლაპარაკებები უცხოეთის ქვეყნებთან. ასევე ფრიად არახელსაყრეელია ეს დრო საელჩოებში ვიზის მთხოვნელების შესასვლელად. სწავლის დასაყებად, მოგზაურობაში წასასვლელად, სულიერ მოძღვართან პირველი ვიზიტისათვის, ნათლობისა და ჯვრისწრებისათვის.
გამონაკლისი იქნება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებთაც პირად რუკაში იუპიტერი ასეთივე სტაციონარული ჰყავთ. მათ ამ ხანმოკლე პერიოდში უნდა მოასწრონ ზემოთჩამოთვლილ თემებში პირველი ნაბიჯის გადადგმა. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ასეთი მომენტი სტაციონარული იუპიტერების პატრონებს მხოლოდ 6-16 აგვისტოს ჩათვლით ექნებათ. ახლა კი 15 აპრილამდე შეუძლიათ იაქტიურონ".
ambebi.ge
No comments:
Post a Comment