Tuesday, April 9, 2019

ქალმა მეუღლის 47 ბავშვის შესახებ გაიგო და განქორწინებას გეგმავს

საიტ Reddit-ის მომხმარებელმა fedupwife1234-მა აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლისგან სხვა ქალებს 47 შვილი ჰყავთ. მისი განცხადებით, კაცი წლების მანძილზე სპერმის დონორად მუშაობდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქალი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად 8 წელი იცხოვრა და 1 საერთო შვილი ჰყავთ. მან იცოდა, რომ მისი მეუღლე ამ წლების განმავლობაში სპერმის დონორი იყო, თუმცა არასდროს უკითხავს, რამდენი ბავშვი დაიბადა მისი გენეტიკური მასალის გამოყენებით, რადგან თვლიდა, რომ ეს რიცხვი 1-2-ს არ აღემატება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რამდენიმე დღის წინ fedupwife1234 მეუღლის ბიოლოგიური შვილების რაოდენობით დაინტერესდა, მან კი უპასუხა, რომ სპერმის ბანკის მონაცემთა ბაზის თანახმად, ის 47 ბავშვის მამა გახდა.
"ამხელა რიცხვს არ ველოდი. როგორც ჩანს, შევცდი, რომ აქამდე არ მიკითხავს ამის შესახებ. ვამბობდი, რომ ეს არ მაინტერესებდა, ამიტომ ახლა მეუღლეს ვერ გავამტყუნებ, მაგრამ 47 ძალიან ბევრია, ღმერთო!" - წერს fedupwife1234.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად მას ის ადარდებს, რომ მეუღლის ყველა შთამომავალი, შესაძლოა, სიბერეში მათი სარჩენი გახდეს. 47-ვე ბავშვს აქვს უფლება, გაიგონ მათი ბიოლოგიური მამის სახელი და საკონტაქტო მონაცემები, როდესაც მათ 18 წელი შეუსრულდებათ. ამის გამო fedupwife1234 განქორწინებაზე საბუთების შეტანას აპირებს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment