Thursday, April 11, 2019

ნიუ-იორკში ჰოსპიტალის 15 თანამშრომელი ერთდროულადაა ფეხმძიმედ

ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მინეოლაში ერთ-ერთი ჰოსპიტალის 15 თანამშრომელი ერთდროულადაა ფეხმძიმედ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს
ყველა მათგანი სამშობიარო განყოფილებაში ან ჩვილთა რეანიმაციულ განყოფილებაში მედდად ან ექიმის ასისტენტად მუშაობს. პირველი მათგანი მშობიარობას უკვე მიმდინარე წლის აპრილში აპირებს.
„ძალაუნებურად იწყებ ფიქრს: რამე ისეთს ხომ არ ვსვამთ?“, - აცხადებს ჰიზერ ჰერგერი, რომელიც ბავშვს ივნისში ელოდება.
მისი კოლეგა კი მშობიარობას სამსახურში აპირებს და ამბობს, რომ ამისთვის უკეთესი ადგილი არც კი მოიძებნება. „როდესაც წყლების დაღვრა დაგეწყება, საკმარისია დერეფანში გაიარო და ბავშვი თავისით დაიბადება“, - აცხადებს ეშლი ლეიტონი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment