Wednesday, April 17, 2019

18 წლამდე ბორჯღალოსნები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან

ევროპის ჩემპიონატზე 18 წლამდე მორაგბეთა შორის დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ნახევარფინალში რუსეთს დაუპირისპირდებიან. სამი დღის წინ, 1/4-ფინალში რუსეთმა რუმინეთი 13:11 დაამარცხა, ხოლო საქართველომ გერმანიას 46:0 სძლია.
დავით ჩავლეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 5 მოთამაშე შეცვალა და აქედან 4 ხაზის, ხოლო ერთი შერკინების მოთამაშეა. 
უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი; მეორე ხაზში ძირითადში დაწინაურდა რობი ნერსეზაშვილი, რომელიც ტატო გვიმრაძეს შეუწყვილდება, ხოლო ლუკა ჩქარეულმა თორნიკე ზაქარიაძის ნაცვლად მესამე ხაზში გადაინაცვლა. საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება. 
შეგახსენებთ, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ბორჯღალოსნებმა სარსან ფინალურ შეხვედრაში ფრანგებს მოუგეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment