👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
1. ველოსიპედისტის შორტი პიჯაკთან ერთად
სპორტული შორტისა და კლასიკური პიჯაკის შეთავსება, ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური ტრენდია. მართალია, ის არც სპორტ-დარბაზში და არც ოფისში ჩასაცმელად გამოდგება, თუმცა, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სასეირნოდ იდეალურია. თუ ექსპერიმენტების არ გეშინიათ, აუცილებლად სცადეთ ეს ლუქი!
2. ცხოველის პრინტები
ამ სეზონზე ცხოველური პრინტები, განსაკუთრებით კი ლეოპარდისა, ძალიან პოპულარულია. ის შეგხვდებათ ყველგან - შარვლებზე, ზედებზე, კაბებზე, მოსასხამებზე, შარფებზე, ფეხსაცმელებსა და ჩანთებზეც კი. მთავარია, მთლიანი ლუქი სწორად შეარჩიოთ და ცხოველური პრინტით ზედმეტად არ გადატვირთოთ.
3. ბოილერის კომბინიზონი
ბოილერის, მუშის კომბინიზონი მოდის სამყაროში ახალი ტრენდია. ის კომფორტული, ფუნქციური და ადვილად ხელმისაწვდომია. დაუმატეთ კომბინიზონს სწორად შერჩეული აქსესუარები და თქვენი მოდური ლუქიც მზადაა!
4. ლავანდის ტონები
თუ ულტრაიისფერი 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი ფერი იყო, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე წინა პლანზე ლავანდის ტონები გამოდის. მოდის მიმდევრები უპირატესობას ღია იისფერს ანიჭებენ და ატარებენ ამ ფერის კაბებს, ფეხსაცმელებს, ჩანთებსა თუ პალტოებს.
ფუმფულა, გაბერილი მხრები
ამ ტრენდში თანამედროვეობა და 80-იანი წლები ერთიანდება. თუ ფუმფულამხრებიანი კაბის ჩაცმას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ლუქის დანარჩენი ელემენტები ნაკლებად ფუმფულა იყოს, რათა ერთიანობაში ძალიან "გაბერილი" არ გამოჩნდეთ.
ნეოგოთიკური სტილი
მზად ხართ თქვენი ბნელი მხარის წარმოსაჩენად? თუ კი, შეგიძლიათ ამ სეზონზე ნეოგოთიკური სტილი მოირგოთ. არ დაგავიწყდეთ ლუქისთვის შესაბამისი აქსესუარებისა და სწორი ფერის პომადის შერჩევა.
ფერადი კუბოკრული პრინტი
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ჩვენებებზე მხოლოდ ლეოპარდის პრინტი არ ყოფილა პოპულარული. ნიუ-იორკის, ლონდონის, პარიზისა და მილანის ქუჩებში კუბოკრული პრინტიც გამოჩნდა. თუ გსურთ, მოდურად გამოიყურებოდეთ, შეგიძლიათ მოირგოთ კუბოკრული კოსტუმი, პიჯაკი ან შარვალი, რომელიც გადაწყვეტილი იქნება წითელ, ლურჯ, მწვანე ან ყვითელ ფერებში.
ბუკეტის ფორმის ქუდი
90-იანების ცნობილი ბუკეტის ფორმის ქუდი მოდაში დაბრუნდა! ის სეზონის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი იქნება და აუცილებლად იყიდეთ, თუ უკვე არ მოგეპოვებათ გარდერობში. გარდა იმისა, რომ ეს ქუდი მოდურია და სიცხისგან გიცავთ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ვიქენდების ლუქისთვის. გარდა ამისა, მისი ტარება თითქმის ყველანაირ ტანსაცმელთან შეგიძლიათ.
ჭრელა-ჭრულა, მოზაიკური პრინტი
ამ ტრენდის ქსოვილი სხვადასხვა ფერისა და ზომის ერთმანეთზე მიკერებულ ნაჭერს აერთიანებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებთ შეუმჩნეველს საზოგადოებაში. შეუფერეთ მას საჭირო აქსესუარები და თავდაჯერებულმა ატარეთ თქვენი ლუქი
მინიმალისტური ჩანთები
ყველა მოდურ სეზონს აქვს გამოკვეთილი ჩანთა, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს გარდერობში. გამონაკლისი არც 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონია, რომელმაც მინიმალისტური ჩანთები შემოგვთავაზა. სწორედ ზომა განასხვავებს უახლეს ტრენდს დანარჩენებისგან. ჩანთაში მხოლოდ მობილური და პომადა ეტევა (თუ გაგიმართლათ :D). ასე რომ, თუ თქვენთვის მოდა კომფორტზე მნიშვნელოვანია, შეიძინეთ ეს ჩანთა. სულ ცოტა, მთელი დღე მისი ტარების გამო მხრის ტკივილი მაინც აღარ შეგაწუხებთ.
intermedia.ge
No comments:
Post a Comment