აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა ავღანეთის დედაქალაქში საინფორმაციო სამინისტროს შენობასთან, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
აფეთქების ხმა თბილისის დროით 11:10 წუთზე (ადგილობრივი დროით 11:40) გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უცნობია ვინ დგას თავდასხმის უკან.
აფეთქება ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქალაქის პოპულარული სასტუმროები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment